მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოზარდებთან ერთად, ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებშიც იმატებს - ივანე ჩხეიძე

606eecf3c8ce1
ინგა მურუსიძე
08.04.21 15:47
873
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ივანე ჩხეიძის განცხადებით, მოზარდებთან ერთად კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებშიც იმატებს. განცხადება მან ჯანდაცვის სამინისტროში, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ბავშვები ინფიცირებულთა რაოდენობის 10%-ს შეადგენს. თუ ქვეყანაში ფიქსირდება მოზრდილებში 1000 შემთხვევა, გამოდის, რომ მათ შორის 100 ბავშვია, თუმცა ინფიცირებულთა სტაციონარში მატება არ გამოვლენილა. ანუ ინფიცირების მაჩვენებლის მატებასთან ერთად ბავშვებში სულ უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება“, - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები