მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მქონდა საშუალება, რომ 20-მდე ლიდერს გავსაუბრებოდი საკმაოდ ხანგრძლივად... მათ შორის ბუფეტშიც - კობახიძე

კობახიძე

მქონდა იმის საშუალება, რომ 20-მდე პოლიტიკურ ლიდერს გავსაუბრებოდი საკმაოდ ხანგრძლივად, მათ შორის ბუფეტშიც, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტთან დაკავშირებით. ჟურნალისტი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა შეხვედრები კობახიძეს სამიტის ფარგლებში სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან, როგორც ეს მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს; და თუ ჰქონდა, რატომ არ ვრცელდებოდა მათთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია კობახიძის თუნდაც სოციალურ ქსელებში.

"როდესაც საუბარია [მაია] სანდუს შეხვედრებზე, სად გამართა ეს შეხვედრები?! ეს შეხვედრები გაიმართა ე.წ. ბუფეტში, სადაც სხდებოდნენ პოლიტიკოსები და საუბრობდნენ. ჩვენ ბუფეტშიც გვქონდა შეხვედრები, შიგნითაც და გარეთაც. 20-მდე პოლიტიკურ ლიდერთან...“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - რომელ ევროპელ ლიდერებს შეხვდა კობახიძე ბრიტანეთში გასულ კვირას გამართულ სამიტზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ მათ შორის იყო საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელიც.

„შემიძლია ჩამოვთვალო ლიდერები, მათ შორის ევროკავშირის მიმართულებით, ვისთანაც გვქონდა გასაუბრების შესაძლებლობა, მათ შორის ბორელთან. სხვათა შორის საინტერესო საუბარი იყო. მისგანაც ძალიან საინტერესო მესიჯები მოვისმინე, რასაც ვერ გავახმოვანებ გამომდინარე იქიდან, რომ კონფიდენციალურობა უნდა დავიცვა. ასევე, იყო არაერთი პრეზიდენტი, პრემიერი, რომელთანაც მქონდა გასაუბრების საშუალება. გვერდზე მეჯდა პრეზიდენტი მაკრონი, რომელთანაც მქონდა საუბრის საშუალება და გამოვიყენე ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა კობახიძემ.

ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, რა გარანტიები მიიღო პრემიერმა ევროპელი ლიდერებისგან, კობახიძემ უპასუხა:

„მე ვნახე საერთო სურათი, რომელიც მაძლევს ოპტიმიზის საფუძველს, რომ ეს გაუგებრობები არის დროებითი და როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, დასრულდება ეს გაუგებრობებიც“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები