მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მრავალფეროვანი არჩევანი „მაზდას“ შოუ-რუმში და ავტომობილის დაზღვევა საჩუქრად

6180f36e3b27c
BM.GE
02.11.21 12:26
610
მაზდა ცენტრი თეგეტაში იაპონური ბრენდის მოდელების სრული სპექტრი და საუკეთესო შეთავაზებები გელოდებათ: ავტომობილის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი კომპანიისგან ერთწლიან დაზღვევას მიიღებს. არ აქვს მნიშვნელობა მოდელსა და ფასს, - არჩევანი თქვენზეა, - დაზღვევის ერთწლიანი პაკეტი საჩუქრად გადმოგეცემათ. შემოთავაზება უკვე ძალაშია და მსურველებს მაზდას შოურუმში ელოდებიან. დაზღვევას ემატება 5 წლიანი გარანტია და Tarde In პირობაც, რომელიც ნებისმიერი მარკის ავტომობილზე ვრცელდება.

ბრენდი, რომელსაც ავტომობილების წარმოების ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, ტრადიციას არ ღალატობს და წლიდან წლამდე მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანიის სრული სამოდელო რიგი თბილისში, ბელიაშვილის 142#-ში მაზდა ცენტრი თეგეტაშია წარმოდგენილი.

თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, ჩვენ გეტყვით - რატომ „მაზდა“?!

პრემიუმ კლასის ფუქნციები - „მაზდას“ ავტომობილები აღჭურვილია Head up display, Apple car play, Bose აუდიო ხმის სისტემით და სხვა პრემიუმ კლასის ფუნქციებით.

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები - „მაზდას“ ყველა ავტომობილს ევროპულ Crash ტესტებში უმაღლესი, 5-ვარსკლავიანი შეფასება აქვს. მოდელებში დამონტაჟებულია უსაფრთხოების დამხმარე ისეთი სისტემები, როგორიცაა: ადაპტირებული ლედ განათება, ადაპტური კრუიზ კონტროლი, ზოლის შენარჩუნების დამხმარე ფუნქცია, ზოლის გადაკვეთის მანიშნებელი და ავტომატური დამუხრუჭების სისტემა.

დახვეწილი ექსტერიერი - „მაზდას“ ავტომობილები გამოირჩევა ელეგანტური დიზაინით. უკვე რამდენიმე წელია World car awards-ის დიზაინის კატეგორიაში „მაზდა“ უპირობო ლიდერია.

ერგონომიული ინტერიერი - „მაზდას“ ინტერიერი უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი მასალებით იქმნება, რომელიც მძღოლისა და მგზავრების კომფორტზეა მორგებული.


საწვავის ეკონომიური მოხმარებია - მაზდას ბრენდი ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციური მიდგომებით. Skyactiv ტექნოლოგიაც მისი ერთ-ერთი ბოლო სიახლეა, რომელიც საწვავის ნაკლებ მოხმარებას უზრუნველყოფს. მაზდას ავტომობილების საწვავის საშუალო ხარჯი 100 კმ-ზე 6.3 ლიტრია.

ეკოლოგია - Skyactiv ტექნოლოგია საწვავის შემცირებასთან ერთად, გარემოზე ზრუნვის კონცეფციით შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დახმარებით ვიღებთ უფრო სუფთა, ეკოლოგიურ წვას.

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლების ოცეულში შემავალმა ბრენდმა, სრულად ელექტრომობილების წარმოებაც დაიწყო. MX - 30 უკვე თბილისშია. ეს არის ეკომეგობრული მანქანა, როგორც ტექნიკურად, ასევე გადამუშავებული მასალით შექმნილი სალონით.
„მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოუ-რუმში განახლებული ასორტიმენტით გელოდებიან. შეთავაზებაშია ტესტ-დრაივიც და წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში შეგიძლიათ იაპონური პრემიუმ კლასის ავტომობილი თავად გამოსცადოთ.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები