მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მრავალი ინდიკატორი დოლართან მიმართებით ევროს სიმყარეზე მიუთითებს - TBC Capital

63f34da95811b
გიორგი თოლორდავა
21.02.23 00:27
4351

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ევროსა და დოლარის საპროცენტო განაკვეთებს შორის დიფერენციალის პროგნოზი ევროს გამყარებაზე მიუთითებს. ასევე მყარი ევროს არგუმენტს მხარს უჭერს რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შეფასება.

"საერთაშორისო ბაზრების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მოსალოდნელზე ძლიერი დასაქმების მაჩვენებლებისა და უფრო მაღალი ინფლაციის გამო, აშშ დოლარის სხვადასხვა ვადიანობის საპროცენტო განაკვეთებმა მოიმატა. ასევე, დოლარის გაცვლითმა კურსმა ბოლო პერიოდში დაკარგული პოზიციები გარკვეულწილად აღიდგინა. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ ბაზრის მოლოდინებით, ორწლიანი და მეტი ვადიანობის ევროსა და დოლარის საპროცენტო განაკვეთებს შორის დიფერენციალის პროგნოზი, კვლავ ევროს გამყარებაზე მიუთითებს.

ასევე, ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ევროსა და დოლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შეფასება, საშუალოვადიან პერიოდში უფრო მყარი ევროს არგუმენტებია. ამ კუთხით, საქართველოსათვის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სავალუტო რისკის აღებისას, პორტფელში ევროსა და დოლარის სავარაუდოდ ოპტიმალური წილის "თიბისი კაპიტალის" გაანგარიშება კვლავ უცვლელია, რაც ჩვენს ადრინდელ პუბლიკაციებშია ხელმისაწვდომი", - წერია TBC Capital-ის ანგარიშში


იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები