მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე IV კვარტალში - TBC Capital

63e0e4c211179
გიორგი თოლორდავა
06.02.23 15:45
596
სტატიაში საუბარია:
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას IV კვარტალზე უფრო ადრე დაიწყებს.

"გასულ კვირას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება, განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო. ამასთან, მნიშვნელოვნად შეიცვალა შერბილების დაწყების პროგნოზი, რომელმაც სებ-ის მიხედვით, მიმდინარე წლის მე-4 კვარტალისაკენ გადაიწია.

იანვრის ინფლაციამ, დეკემბერში დაფიქსირებული 9.8%-ის შემდეგ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.4% შეადგინა. თუმცა, ინფლაციის შემცირება იმპორტულ კატეგორიაზე მოდიოდა, მაშინ როდესაც ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების მხრივ, ინფლაციის შემცირებისათვის ჯერ კიდევ დამატებით დროა საჭირო.

წინა კვირაში ასევე გამოქვეყნდა დეკემბრის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც, რეალური ეკონომიკური აქტივობის მატებამ კვლავ მაღალი - 11.0% შეადგინა. თავისთავად, მაღალი ზრდა რეფინანსირების განაკვეთის უფრო მოგვიანებით შემცირების არგუმენტია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციის პროგნოზი უკვე 4-5%-ის ფარგლებშია. ეს კი, ინფლაციაზე შიდა მოთხოვნის კუთხით, ზეწოლის დანორმალიზებაზე მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, სადღეისოდ, ლარის საპროცენტო განაკვეთების მარტში შემცირება ნაკლებალბათურია. ამასთან, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება სავარაუდოდ უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე წლის ბოლო კვარტალში. ამისათვის, აუცილებელია, რომ ინფლაციის შემცირების არსებული დინამიკა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს, რაც პრინციპში არის კიდეც საბაზო სცენარი", - აღნიშნულია TBC Capital-ის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები