მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მრავალმხრივი განვითარების ბანკები კლიმატის დაფინანსებას გაზრდიან

კლიმატის დაფინანსება

მრავალმხრივი განვითარების ბანკები (MDB) კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ დაფინანსებას გაზრდიან. ამის შესახებ ბანკების ერთობლივი განცხადებიდან ირკვევა, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB) ავრცელებს.

განცხადება 12 ოქტომბერს, ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში გაკეთდა. ბანკები გამოხატავენ მხარდაჭერას პარიზის შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართ.

ბანკების შეფასებით, 2030 წლისთვის მათი წლიური კლიმატის ჯამური დაფინანსება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის 120 მილიარდ დოლარს მიაღწევს, მათ შორის 42 მილიარდი დოლარი ადაპტაციისთვის იქნება. ამასთან, ისინი მიზნად ისახავენ 65 მილიარდი დოლარის მობილიზებას კერძო სექტორიდან.

რაც შეეხება მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების, ყოველწლიური კლიმატის დაფინანსება, სავარაუდოდ, 50 მილიარდ დოლარს მიაღწევს, მათ შორის 7 მილიარდ დოლარს ადაპტაციისთვის. კერძო სექტორიდან ასევე 65 მილიარდი დოლარის მობილიზებაა დაგეგმილი.

მრავალმხრივი განვითარების ბანკებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბეს 2025 წლისთვის კლიმატის დაფინანსების ამბიციურ პროგნოზებს, რომლებიც 2019 წელს დაისახა. გასულ წელს კლიმატის პირდაპირი დაფინანსება 25%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები