მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს ელოდებოდა ბიზნესი" - მერაბ ლომინაძე ქსელთან მიერთების ახალ პირობებზე

მერაბ ლომინაძე

კომპანია ET Synergy-ის დამფუძნებელი მერაბ ლომინაძე ბოლო დროს სემეკის მიერ “ქსელის წესებში“ შეტანილ ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს ბიზნესი ელოდა.

საქმე ისაა, რომ სემეკის ახალი დადგენილება მკაცრად არეგულირებს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების (ჰესები, მზისა და ქარის სადგურები) გადამცემ ქსელთან მიერთების პირობებს. ცვლილებების მთავარი მიზანი გადამცემი ქსელის სწორი დაგეგმარება, საჯარო ინტერესების დაცვა და ე.წ. „ქაღალდზე არსებული“ პროექტების მიერ ქსელური სიმძლავრეების უსაფუძვლოდ დაკავების პრევენციაა.

“ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა მიღებული ამ უკანასკნელ პერიოდში. პირველ რიგში ეს მიზნად ისახავდა იმ სპეკულაციური გარიგებების გამოთიშვას ბაზრიდან, რომელიც სახეზე გვქონდა მანამდე. განსაკუთრებით ეს ეხებოდა დაერთებებს. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს ელოდებოდა ბიზნესი და მხოლოდ დადებითად შემიძლია ეს შევაფასო. ბოლო პერიოდში თუ ჩვენ გადავხედავთ იმ გააქტიურებას, რომელიც ამ დარგში და სფეროში არის, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ წინა პერიოდთან შედარებით, თუნდაც ერთი წლის წინანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ნამდვილად გამოცოცხლებულია ეს სექტორი”, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ “ანალიტიკასთან” ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები