2024 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 5.8%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური წერს, რომ სექტემბრის თვიური კლების მიზეზი, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.2 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.64 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. რაც შეეხება წინა წლის მონაცემს შესაბამის თვესთან შედარებით, ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.3 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.1 პროცენტიანი გაძვირებით.
სტუმარი: თორნიკე მაისურაძე - მონოლით ჯგუფის დირექტორი;