მშენებლობა გაძვირდა. მშენებლობის ღირებულების ინდექსი მაისში წლიურად 8.4%-ით, თვიურად კი 0.3%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მშენებლობის გაძვირებაში ძირითადი წილი დასაქმებულებისთვის ნომინალური ხელფასის 27.3%-იანმა ზრდამ და სამშენებლო მასალების 4.5%-ით გაძვირებამ შეიტანა. დეველოპერული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ბაზარზე ფასების დასტაბილურებაა მოსალოდნელი და საცხოვრებელი ბინების გაძვირების მორიგ ტალღას სავარაუდოდ, უკვე მომავალი წლიდან უნდა ველოდოთ.