„მშენებლობა განვადებით“ - რა გაიგო ახალი ბიზნესმა პრემიერის ინიციატივაზე?
BM.GE
17.02.22 18:31
• 593
17 თებერვალი ეკონომიკური და ბიზნეს თემებით დატვირთული დღე აღმოჩნდა, რაც პანდემიური ორი წლის პირობებში არც ისე ხშირია - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა და დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. ეკონომიკური ბლოკის კიდევ ერთი მინისტრი და პარალელურად ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი კი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და პრემიერის ახალი ინიციატივის შესახებ მეტი დეტალი გააცნო. „საქმიანი დილის“ სამშენებლო და უძრავი ქონების რუბრიკის წამყვანი თათია ჩაფიჩაძე მუშაობდა დღეს თემაზე და ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. თათია გისმენთ - რა გაიგო ბიზნესმა დღეს ამ პროგრამის შესახებ და ასევე, საინტერესოა მათი აღქმა - „მშენებლობა განვადებით“ - რა არის ამ პროგრამის მთავარი მიზანი - ეკონომიკის დაბუსტვა, სამუშაო ადგილების შექმნაში მონაწილეობა, რაც წესით მთავრობის საქმე არაა თუ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა, რადგან კარგად ვიცით, შარშანდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდისას ეს იყო ერთადერთი დარგი, სადაც კლება დაფიქსირდა...