მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მშენებლობის ღირებულება 5,5%-ით გაიზარდა ბაზრის მოლოდინები

2024 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.7 პროცენტიანი კლებით იყო განპირობებული, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.53 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაზრდილია 5.5 პროცენტით. ინდექსის ზრდა, მსგავსად წინა თვეებისა, გამოწვეული იყო დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.8 პროცენტიანი მატებით და სამშენებლო მასალების 3.0 პროცენტიანი გაძვირებით. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 19.6 პროცენტით გაიზარდა.

სტუმარი: თორნიკე მაისურაძე - "მონოლით ჯგუფის" დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები