მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშობლებს შეეძლებათ აირჩიონ როგორ ისწავლონ მათმა შვილებმა - დისტანციურად თუ კლასში?

5f6c7f923d1c5
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.20 15:21
1191
სწავლა სასკოლო ოთახებში საქართველოს 6 ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქეთაისში, ზუგდიდში, ასევე გორსა და ფოთში 1 ოქტომბრიდან გადავა. მიუხედავად ამისა მშობლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ მათ შვილმა სწავლა კვლავ დისტანციურად გააგრძელონ, სახელმწიფო ამის შესაძლებლობას აძლევს.

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელი მთავრობის ამ გადაწყვტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს: „ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას“.

მისი თქმით, ამგვარი სისტემა ყველას ინტერესს ითვალისწინებს.

„იმ სკოლებში, სადაც დისტანციურიდან საკლასო ოთახებში გადადის სწავლა და მშობლები ჩათვლიან საჭიროდ, რომ სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელონ, ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება დეტალებს, ეს ინფორმაცია ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება და სკოლები დაუკავშირდებიან და მშობლები სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდებიან“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები