წელს "მშვენიერაძეების მარანი" ფართოვდება და ტურისტულ ობიექტს ორი ახალი ნომერი ემატება, - ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული ობიექტის თანადამფუძნებელმა, გიორგი მშვენიერაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე ობიექტს მხოლოდ ერთი ნომერი ჰქონდა, რომელიც მარნის თავზეა განთავსებული, სადაც მხოლოდ ორი ადამიანის განთავსება იყო შესაძლებელი. ნომრიდან მარნის ვენახები და აჯამეთის ტყის ხედი იშლება. ახლა კი, ობიექტს კიდევ ორი ნომერი ემატება, რომელიც ზაფხულიდან ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
"წელს, ობიექტს ორ დასარჩენ სივრცეს დავამატებთ, რომლის სამუშაოებიც ახლაც მიმდინარეობს. ზაფხულამდე ეს სივრცეები უნდა დასრულდეს და ზაფხულიდან 6 ადამიანის მასპინძლობას შევძლებთ. ამ პროექტის განხორციელებისთვის, საბანკო რესურსებს ვიყენებთ. ჯამური ინვესტიცია, რომელიც ამ წუთს განხორციელებული გვაქვს 200 000 ლარამდეა.
ერთი ღამით განთავსება Airbnb-სა და booking-ზე დაახლოებით 150 ლარში ღირს, საუზმის გარეშე. საუზმისა და ვახშმის სერვისი ემატება სურვილის შემთხვევაში",- ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
მისივე ცნობით, სამომავლო პერსპექტივაში, ბიზნესის ზრდის კვალდაკვალ, ინვესტიციის მოცულობების ზრდა და ტურისტული ობიექტის განვითარებას გეგმავს.