რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.
“მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს”,-წერს კალაძე ტვიტერზე.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ასევე გამოეხმაურენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. პრემიერმა საეთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მიიღონ ყველა ზომა შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ქვეყანაში დაიხურა საჰაერო სივრცეც. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინულ ქალაქებზე.
აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.




























