მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მშვიდობა ხომ გვაქვს?!“ - ბევრი ამბობს. გასაგებია, მაგრამ ლაჩრულ მშვიდობას რა ფასი აქვს?! - ინტერვიუ

6451488d5fc25
თელარა გელანტია
02.05.23 22:00
2655
კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელის და გენერალური დირექტორის პაატა ტრაპაიძის შეფასებით, საქართველო დღეს ბეწვის ხიდზე გადის და ყველაფერი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

- ფულს, დოლარს გამოკიდებული ხალხი ბოლოს დანარცხებული მინახავს, რადგან აქ უკვე მორალი იშლება, თუმცა ბევრი მეტყვის რა დროს მორალი არისო... აი, ეს არის განსხვავება - ევროპისკენ წავალთ თუ - რუსეთისკენ.

- საით მიდის დღეს საქართველო?

- მე მგონია, რომ ბეწვის ხიდზე ვკიდივართ და ყველაფერი დამოკიდებული იქნება უკრაინის კონტრშეტევაზე რუსეთზე.

- ანუ გამარჯვებულის მხარეს ვართ? - ეს არის საქართველოსნ პოზიცია?

- ზუსტად ასეა.

- და ეს პოზიცია მორალთან შესაბამისობაში როგორ მოდის?

- ამის განსჯა მაყურებლისთვის მომინდია. ბევრი ამბობს: „მშვიდობა ხომ გვაქვს?!“ გასაგებია, მაგრამ ლაჩრულ მშვიდობას რა ფასი აქვს? მაშინ ჩვენი მთელი ისტორია იდიოტების ისტორია ყოფილა. ზოგადად, პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა. არ მინდა, პოლიტიკასთან ახლოს მივიდე, საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ ბიზნესი პოლიტიკის გარეშე არ გამოდის, სამწუხაროდ და ძირითადი ამოსავალი წერტილია ის, რომ პოლიტიკამაც უნდა მართოს თავისი ვექტორები ისე, რომ მაქსიმალურად დაიცვას მორალიც, წარმატებაც და განვითარებაც. აი, ეს არის ხელოვნება.

- თქვენი აზრით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ წლის ბოლოს მაინც მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?

- ძალიან რთულია ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა... საერთოდ ჩვენზე არაა ეს დამოკიდებული... ჩემი აზრით, ყველაფერი უკრაინა-რუსეთის ომის შედეგზეა დამოკიდებული.

- და ჩვენ დინებას მივყვებით უბრალოდ?

- რა თქმა უნდა. დღეს ჩვენ მივყვებით დინებას.

- ეს სწორია? ჭკვიანურია?

- ეს ძალიან დიდი თემაა, რომელიც პოლიტიკოსებმა უნდა გაშალონ. მე მარტივ რამეს გეუბნებით - ჩვენ რაც არ უნდა ავხტეთ-დავხტეთ, თუ რუსეთი მოიგებს ომს და არც მინდა ამ თემაზე ვიფიქრო, ახლოსაც ვერ გავეკარებით ევროპას.

- იმედია, უკრაინა გაიმარჯვებს.

- მეც ამის იმედი მაქვს.

- ბატონო პაატა, როგორია მოლოდინები და განწყობები ბიზნესში და რა არის მთავარი რისკები?

- ბიზნესს აკეთებენ ადამიანები. ფული და მანქანები ბიზნესს არ აკეთებენ. ეს უნდა ხმამაღალი ტემბრით და გავაგებინოთ ყველას - ჩვენ ვკარგავთ ყველაზე აქტიურ ადამიანებს.

- როგორ შევაჩეროთ ადამიანურის რესურსის გადინება?

- ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი სიტყვაა - იმედი. იმედი უნდა ჩავუსახოთ ადამიანებს, რომ 4-5 წელიწადში აქ ყველაფერი კარგად იქნება... ნამდვილად უნდა გქონდეს ამის იმედი...

- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?

- ცოდნა და შრომა.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- წერტილი უნდა დაესვას უაზრო დაპირებებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები