მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსჯელობს თუ არა საკორიდნაციო საბჭო ახალ შეზღუდვებზე? - ამირან გამყრელიძის განმარტება

6183a0c366eaf
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.21 13:07
1236
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ეპიდემიის მართვა არა პირდაპირი შეზღუდვებით, არამედ არაპირდაპირი დისკომფორტის შემქმნელი მექანიზმებით განიხილება. ამ საკითხზე მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ამირან გამყრელიძემ მწვანე ბარათების ამოქმედებაზე ისაუბრა და რეგულაციების დაცვის მნიშვნელოვნელობას გაუსვა ხაზი.

„შეზღუდვებზე საუბარი არ არის, რადგან პანდემიის მართვის მოდელი ზოგადად მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც შეცვლილია. ნაკლები შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკაზე ახდენს ზემოქმედებას. ე.წ. ლოქდაუნი, ჩაკეტვები, ტრანსპორტის შეჩერება იქნება თუ სხვა არ განიხილება. განიხილება არაპირდაპირი, დისკომფორტის შემქმნელი - მწვანე პასპორტის შემოტანა, წამახალისებელი ღონისძიებები და იმ ყველაზე მარტივი რეგულაციების დაცვა, რომელსაც ხშირად ვიმეორებ - გაიკეთეთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, თავის შევიკავოთ ნებისმიერი მიზეზით თავშეყრისგან, ხშირად დავიბანოთ ხელები და წავიდეთ ავიცრათ“, - განმარტა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები