კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მსხვილ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შესაძლოა, საწვავის ფასის კლების რესურსი კიდევ არსებობდეს. თუმცა ირაკლი ლექვინაძე ასევე აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ვითარება სწრაფად იცვლება და ბაზარზე მონიტორინგი გრძელდება. კიდევ ერთი ბაზარი, რომელსაც კონკურენციის სააგენტო ამ ეტაპზე აკვირდება, FMCG სექტორია. ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ბოლო წლებში ქსელურ მარკეტებში მიმწოდებლების და იმპორტიორების შესვლის ხარჯები გაზრდილია. შესაბამისად, მონიტორინგმა უნდა დაადგინოს, საჭიროებს თუ არა ეს ბაზარი დამატებით რეგულაციას?