მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა, ფრინველის რაოდენობა კი გაიზარდა - საქსტატი

ძროხა მსხვილფეხა საქონელი

საქართველოში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა. განსაკუთრებით ღორის რაოდენობა.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით ირკვევა, 2023 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.6 პროცენტითაა შემცირებული და მისმა რაოდენობამ 929.7 ათასი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 446.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 2.0 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა კი 161.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 21.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ფრინველის რაოდენობას, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა და 10.9 მილიონ ფრთა შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები