მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

მსხვილფეხა საქონელი

მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, რომლითაც „მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ“ 2023 წლის 29 აგვისტოს 1559-ე განკარგულებაში ცვლილება შევიდა.

სამართლებრივი დოკუმენტში წერია: „საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამომხმარებლო ფასების შენარჩუნების მიზნით, 2025 წლის პირველ აპრილამდე აიკრძალოს მდედრი მსხვილფეხა საქონლისა და 160 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი“.

განკარგულება 2024 წლის პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

2023 წლის 29 აგვისტოს 1559-ე განკარგულების მიხედვით, მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე მოქმედებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები