მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსხვილი ევროპული აეროპორტები ჰაკერული თავდასხმის გამო, შეფერხებით მუშაობდა

აეროპორტი

ევროპის ზოგიერთი დიდი აეროპორტი მათ შორის, ყველაზე დატვირთული ლონდონი Heathrow ჰაკერული თავდასხმის გამო, შეფერხებით მუშაობდა. როგორც Reuters წერს, თავდასხმის გამო ავტომატური check-in სისტემები გამართულად ვერ ფუნქციონირებდა, თუმცა კვირას, 21 სექტემბერს, აეროპორტებში სისტემამ კვლავ განაახლა მუშაობა.

20 სექტემბერს, ევროპის უმსხვილეს Heathrow-ს აეროპორტში, ასევე ბერლინისა და ბრიუსელის აეროპორტებში Check-in-სა და ჩასხდომის სისტემა წყობიდან გამოვიდა, რასაც რიგები, შეფერხება და ათობით გაუქმებული ფრენა მოჰყვა. სამივე აეროპორტში ამ სისტემას Collins Aerospace აკონტროლებდა. მეორე დღეს 21 სექტემბერს, პრობლემა შედარებით მოგვარდა, თუმცა ფრენების ნაწილზე შეფერხება გაგრძელდა. ამ ეტაპზე მომხდარს სწავლობენ. Collins Aerospace-ის მმართველი კომპანიამ მომხდარი კიბერთავდასხმას დაუკავშირა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

Cirium-ის თანახმად, ამ სამი აეროპორტიდან ფრენის შეფერხების მაჩვენებელი ყველაზე "დაბალი" Heathrow-ში იყო, ბერლინში "ზომიერი", ხოლო ბრიუსელის აეროპორტში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები