მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკი Doing Business-ის რეიტინგს “მსოფლიო ბიზნესგარემოს რეიტინგით” ჩაანაცვლებს

6204f7e58d0d8
შოთა ტყეშელაშვილი
10.02.22 15:55
682
მსოფლიო ბანკი გლობალური ბიზნესგარემოს შეფასებისთვის ახალი რეიტინგის შექმნაზე მუშაობს. მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ Doing Business-ის ინდექსის გაუქმების შემდგომ გაჩნდა აუცილებლობა შეიქმნას ახალი ინდექსი, რომელიც ქვეყნებში ბიზნესგარემოს მდგომარეობას ობიექტურად წარმოადგენს.

ახალი ინდექსი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატს შეაფასებს.

მსოფლიო ბანკმა თებერვლის დასაწყისში გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნა, რომ ახალი ინდექსი წინა - Doing Business-ის ინდექსის გაუმჯობესებული სახე იქნება და მისი მეთოდოლოგიის შემუშავება მსოფლიო ბანკის ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციების, ასევე სხვა კვლევითი ორგანიზაციების და აკადემიების რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება.

ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარების დონე და ბიზნესგარემოს მდგომარეობა რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით შეფასდება:

1) ხელს უწობს ეკონომიკურ ზრდას ინოვაციებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის გზით;
2) ხელი ეწყობა ბიზნესებს შორის თანაბარ შესაძლებლობას და არის გარანტორი ქვეყანაში ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადი განვითარების;
3) კერძო სექტორის განვითარება ხდება თავად კერძო სექტორის აქტივობით და კერძო მეწარმეების მიერ, ამავდროულად მასზე დადებითად მოქმედებს სახელმწიფო პოლიტიკა და რეგულაციები, რომლებიც საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავენ და მთლიანობაში ხელს უწყობენ ბიზნეს გარემოს.
4) ხელი ეწყობა ახალი ბიზნესების შექმნას და არსებულების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე ეკონომიკის არაფორმალურიდან ფორმალურ სექტორში გადანაცვლებას.

მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ მონაცემთა შეგროვება და აღრიცხვა მაქსიმალური გამჭვირვალეობის დაცვით მოხდება. სწორედ გაუმჭვირვალობა და მიკერძოებულობა იყო მსოფლიო ბანკის წინა ინდექსის “Doing Business”-ის წარუმატებლობის მიზეზი, რის გამოც 2021 წლის სექტემბერში მსოფლიო ბანკმა ინდექსის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი ინდექსის სახელი შესაძლოა შეიცვალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები