მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი ინდონეზიას სუფთა ელექტროენერგიისა და ჯანმრთელობის დონის გაუმჯობესებისთვის სესხს გამოუყოფს

649c1f0f914c3
სალომე ხიდურელი
28.06.23 18:00
634
მსოფლიო ბანკი $1.14 მილიარდიან პროექტს იწყებს, რომელიც ინდონეზიაში სუფთა ელექტროენერგიაზე წვდომას გაზრდის. ბანკი $500 მილიონის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს, $600 მილიონს კი ბავშვთა ნუტრიციის გასაუმჯობესებელ პროექტში ჩადებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ელექტროენერგიის პროექტი აღმოსავლეთ ინდონეზიის ელექტრონულ ქსელში, დაახლოებით, 2 მილიონ ადამიანს ჩართავს, მზის ენერგიის სექტორში ინვესტიციების გაზრდას მოიცავს და ინდონეზიის ელექტრომომარაგების ორგანიზაცია Perusahaan Listrik Negara (PLN)-ს დაეხმარება, უკეთ განაგოს ენერგიის ტრანზიციები - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.

პროექტი მსოფლიო ბანკის, კერძო სექტორისა და PLN-ის თანადაფინანსებით ამოქმედდება, კერძო კომპანიებიდან სახსრებს Canada Clean Energy, Forest Climate Facility და Clean Technology Fund გამოყოფენ.

ინდონეზია ელექტროენერგიის მთავარ წყაროდ ქვანახშირს იყენებს. ქვეყნის მიზანი 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიების 32%-ით შემცირება და 2060 წლისთვის წმინდა ნულოვან ნიშნულისთვის მიღწევაა.

მსოფლიო ბანკმა ასევე დაამტკიცა $600 მილიონიანი ფონდი, რომელიც ქვეყანაში ბავშვთა ზრდაში ჩამორჩენილობის (რაც მალნუტრიციითაა გამოწვეული) პრობლემის აღმოფხვრას მოხმარდება. 2022  წლის მონაცემებით ინდონეზიაში 5 წლამდე ბავშვების 21%-ს ზრდაში ჩამორჩენის დიაგნოზი აქვთ. ქვეყნის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო აცხადებს, რომ ქვეყანა 2024 წელს ამ მაჩვენებლის 14%-მდე დაყვანას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები