მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი მოელის, რომ ოქროს ფასი 2025 წელსაც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება

ლითონი

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ნედლეულის მიმოხილვის თანახმად, სავარაუდოა, რომ ოქროს ფასი 2025 წელსაც მომატებულ ნიშნულზე შენარჩუნდება. 2024 წელს ოქროს ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. თუკი იანვარში უნცია ოქრო 2,040 დოლარი ღირდა, ამჟამად მისი ფასი 2,770-ია. მსოფლიო ბანკი მოელის, რომ 2024 წელს ოქროს საშუალო ფასი 2,350 დოლარი იქნება, 2025 წლისთვის - 2,325 დოლარი, ხოლო 2026 წელს 2,250 დოლარი ეღირება.

მსოფლიო ბანკი ხაზს უსვამს, რომ ოქროს ფასის ზრდა დაკავშირებულია გაზრდილ გეოპოლიტიკურ რისკებთან და მაღალ გაურკვევლობასთან და რომ იმ შემთხვევაში, თუ ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში კონფლიქტური ვითარება გაუარესდება, შესაძლებელია რომ ოქროს ფასმა გადააჭარბოს იმ ნიშნულს, რომელიც მათ მიერ არის პროგნოზირებული.

ოქროს ფასზე მოქმედი კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, არის ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროზე გაზრდილი მოთხოვნა. მსოფლიო ბანკის თანახმად, 2024 წლის პირველ ნახევარში ცენტრალურმა ბანკებმა ბაზრიდან 483 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 23 ტონით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები