მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განაცხადა

63edca821f0fb
თამთა ჯიჯავაძე
16.02.23 10:19
744
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა ნაადრევი გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის დაკავებულ თანამდებობას ივნისში დატოვებს, ანუ ერთი წლით ადრე მისი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე. მალპასს განცხადებისას არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ ტოვებს თანამდებობას ვადაზე ადრე, თუმცა, დასძინა, რომ ის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს "ახალი გამოწვევების გადალახვის მიზნით" ტოვებს.

მალპასი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიშნა. მისი შემცვლელის შერჩევა ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწევს.

ცნობისთვის, დევიდ მალპასი ტრამპის ადმინისტრაციის ფარგლებში ხაზინის დეპარტამენტში მუშაობდა საერთაშორისო საკითხებში წამყვან ფიგურად.

მალპასი მსოფლიო ბანკის რიგით მე-13 პრეზიდენტია. ის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას 2019 წლის აპრილში შეუდგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები