მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი იზრდება - გავლენა საქართველოზე

მსოფლიოში ბაზრებზე ხორბლის ფასი იზრდება. როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რუსეთში ხორბლის მოსავლის აღება ერთი თვის განმავლობაში უნდა დაიწყოს, თუმცა მოსავლის გარკვეული რაოდენობა დაზიანებულია. გაუარესებული მოლოდინების ფონზე სავარაუდოა, რომ სტრატეგიულ პროდუქტზე ფასი კიდევ გაიზრდება.

როგორც ცნობილია, საქართველო ხორბლის 99,9%-ს რუსეთიდან ყიდულობს. დღეისათვის ქართულ ბაზარზე ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 47 ლარია. რა მოლოდინებია ქართულ ბაზარზე, უნდა ველოდოთ თუ არა ძირითად პროდუქტზე ფასის მატებას?

სტუმარი: ლევან სილაგავა - საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები