მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება გრძელდება. Brent-ის ტიპის საწვავზე ფასი 73 დოლარამდეა შემცირებული, ანუ 21%-ით წინა თვესთან შედარებით. ნედლი ნავთობის ფასი თვიურ ჭრილში ბარელზე 70 დოლარამდე შემცირდა, ხოლო ამერიკულ WTI-ზე [West Texas Intermediate] ფასმა 70 დოლარამდე იკლო. 37%-იანი კლება ფიქსირდება გასულ თვესთან შედარებით რუსულ ურალსზე და 59 დოლარი ღირს.
ნავთობზე ფასის კლება აშშ-ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას უკავშირდება. 17 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მასუდ ფეზეშქიანმა ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მშვიდობის მისაღწევად. შეთანხმება ნავთობის ექსპორტისთვის უმნიშვნელოვანესი სრუტის, ჰორმუზის სრულად გახსნას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში აშშ-მა ასევე გააუქმა ათწლეულების განმავლობაში მოქმედი სანქციები ირანული ნავთობის წინააღმდეგ.




























