მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ისევ იკლებს

ნავთობი

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი კვლავ იკლებს. ბარელი ნედლი ნავთობი 57 დოლარამდეა შემცირებული, ეს თვიურ ჭრილში ფასის 12%-იანი კლებაა. რაც შეეხება Brent-ის ტიპის საწვავს, ფასი 61 დოლარამდეა შემცირებული, აქ თვიურად 11%-იანი კლება ფიქსირდება.

WTI [West Texas Intermediate] ფასი 57 დოლარამდეა შემცირებული, ხოლო რუსული Urals-ის ფასი 65 დოლარამდეა შემცირებული, ეს 2023 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი, მრავლისმომცველი ტარიფები თითქმის ყველა ქვეყნის პროდუქციაზე გამოაცხადა. მეორე დღეს ნავთობის ფასი უკვე 4%-ით იყო შემცირებული, როდესაც OPEC+-მა (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) წარმოების მოსალოდნელზე მსხვილი ზრდა გამოაცხადა. ბაზარი დღეში 122 ათასი ბარელით ზრდას ელოდა, მაგრამ საბოლოოდ 2025 წლის მაისიდან 411-ათასიანი ზრდა დაანონსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები