მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა - მიზეზები

სირია

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს. ამ დროისთვის ბრენტის ტიპის საწვავის ღირებულება 85 დოლარამდეა შემცირებული, ნედლი ნავთობის - 80 დოლარამდე. ასევე 80 დოლარამდე შემცირდა WTI-ის [West Texas Intermediate] ფასი. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ამ დროისთვის ურალსი 77 დოლარი ღირს, რაც დღიურად 8-იანი კლებაა.

როგორც BBC წერს, ნავთობზე ფასის კლება აშშ-ირანს შორის თავდასხმების შეწყვეტას უკავშირდება, რამაც ბაზარზე დადებითი მოლოდინი გააჩინა, რომ მიწოდებაში პრობლემები აღარ იქნება.

ირანში ომის დაწყებამ ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რადგან კონფლიქტის გამო ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ჩაიკეტა. ეს სრუტე არის საკვანძო მარშრუტი, რომელზეც მსოფლიო ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) დაახლოებით 20% გადის.

მას შემდეგ, რაც ირანმა და აშშ-მა ივნისში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს სამხედრო ოპერაციების შეჩერებისა და სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ, ნავთობის ფასი ომამდელ დონეს, ბარელზე დაახლოებით 70 დოლარს დაუბრუნდა. თუმცა ივლისის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლამ გლობალური ენერგომომარაგების ირგვლივ შიშები ხელახლა გააღვივა და ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. გასულ კვირაში ფასმა მაისის შემდეგ პირველად მიაღწია 100 დოლარს ბარელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები