საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი მზარდია და ბოლო ერთ თვეში 1 უნცია ოქროს ღირებულება თითქმის 3%-ითაა გაზრდილი. ამ ფონზე ოქროს ნაკეთობები ძვირდება საქართველოშიც. ოქროს ბირჟაზე ამბობენ, რომ ბოლო თვეებში ყველა სახის ოქრო გაძვირდა, რამაც რეალიზაციაც შეამცირა. გლობალურად გაზრდილი ფასების ფონზე უკვე სექტემბრიდან პროდუქციის გაძვირებას გეგმავენ მსხვილი რეალიზატორებიც.