მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 13 დეკემბერს ჩატარდება

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ციურიხში 13 დეკემბერს გაიმართება.

წილისყრაზე რუსეთის გარდა, დანარჩენი 54 ევროპული ქვეყანა 12 ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ნაწილი 5-გუნდიანი და ნაწილიც 4-გუნდიანი იქნება. 5-გუნდიანებისთვის შესარჩევი ეტაპი მარტში, ხოლო 4-გუნდიანებისთვის სექტემბერში დაიწყება და ორივე შემთხვევაში 2026 წლის მარტში პლეი ოფით დასრულდება.

ევროპას მომდევნო მუნდიალზე 16-გუნდიანი კვოტა აქვს, საიდანაც 12 მონაწილე ტრადიციულ საკვალიფიკაციო ნაწილში გამოვლინდება.

შანსი ეძლევათ მეორე ადგილოსნებსაც, რომლებიც ერთა ლიგიდან დამატებით ოთხ გუნდთან ერთად 2026 წლის მარტში ოთხგზიან პლეი-ოფს ითამაშებენ. ერთა ლიგიდან პლეი-ოფის საგზურს ის საუკეთესო 4 ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს, რომლებიც კლასიკურ შესარჩევ ციკლში ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილს ვერ დაიკავებენ.

ანალიტიკური სოციალური გვერდის “Football Meets Data-ს” ინფორმაციით ჯერჯერობით გარკვეული არ არის როგორი წესით განაწილდებიან გუნდები კალათებში, თუმცა ოფიციალურად დადასტურებულია, რომ საქართველოს ნაკრები წილისყრისას მესამე კალათაში იქნება განთესილი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისს გაიხსნება და 19 ივლისს დასრულდება. თამაშებს აშშ-ს 11, მექსიკის 3 და კანადის 2 ქალაქი უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები