მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ეკონომიკა & გლობალური ბაზრები

რეცესია ფიქსირდება დაბრექსიტებული ბრიტანეთის ეკონომიკაში, ანალოგიურს ადასტურებს გერმანიის ეკონომიკის სტატისტიკური შედეგები. ანალიტიკოსებისთვის გასაკვირი არ იყო ამბავი რომ გასული წლის ბოლოს იაპონიის ეკონომიკამ მოულოდნელი რეცესია განიცადა, რითაც მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკის პოზიციაზე ის გერმანიამ ჩაანაცვლა. გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის ნეიტრალური აღმოჩნდა. Dow Jones-ისა და S&P500-ის ინდექსები ფაქტობრივად არ შეცვლილა. Nasdaq-ის ინდექსს ნეგატიური შედეგი ჰქონდა და მისი მოცულობა 1.3%-ით დაეცა. ევროკავშირის მასშტაბით ვითარება თითქმის უცვლელი იყო, რადგან STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს, საშუალოდ მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. დასავლეთისგან განსხვავებით, განსაკუთრებით კარგი შედეგი იაპონურ Nikkei 225 ინდექსს ჰქონდა, რომელიც ერთ კვირაში თითქმის 4.3%-ით გაიზარდა. რაც შეეხება, ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი მთელი კვირის განმავლობაში 83 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, WTI კი დაახლოებით 79 დოლარად ივაჭრებოდა, რაც ერთ კვირაში 1.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი ისევ 73 დოლარის ფარგლებშია, ერთ კვირაში კი ცვლილება 2%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები