მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილი დავოსში მიიწვია

6171484ca183e
ინგა მურუსიძე
21.10.21 15:00
475
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურად მიიწვია ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში 2022 წელს 17-21 იანვარს გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული მოწვევა საქართველოს პრეზიდენტმა კლაუს შვაბთან ჟენევაში 14 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ მიიღო.

"მსოფლიო პოლიტიკური, ბიზნესისა და სამოაქალაქო საზოგადოების ლიდერებისათვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბონ ერთად, რათა აღდგეს ნდობა თანამშრომლობის გზით მომავლის ფორმირების შესაძლებლობის მიმართ", - აღნიშნულია მოწვევის წერილში.

14 ოქტომბრის შეხვედრისას ჟენევაში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ისეთ საერთო პრიორიტეტებზე, როგორიცაა: პროფესიული უნარების განვითარება, ტექნოლოგიები, ბიომრავალფეროვნება, ასევე განიხილეს ქართველ ახალგაზრდა მეწარმეთა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სპეციალურ სამეწარმეო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა, რის მიმართაც კლაუს შვაბმა მზაობა გამოხატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები