მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო, როგორც ასეთი - კვირის პოლიტიკური მიმოხილვა

BM.GE
10.10.18 11:00
1199
ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერების მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ინგუშეთში კვლავ ხმაურის და დემოსტრაციების მიზეზია. პროტესტის მასშტაბები იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა რომ მაშინვე Amnesty International-ის ყურადღება მიიპყრო და წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. ინგუშეთში უკვე რამდენიმე დღეა პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაციები მიმდინარეობს. რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა ხელი საზღვრების დაცვის ხელშეკრულებას 26 სექტემბერს ხელი მოაწერეს.

თავად ეს შეთანხმება ინგუშეთის ნადტერეჩნის​ რაიონისა და ჩეჩნეთის მალგობეკსკის რაიონის დაუსახლებელი ტერიტორიების გაცვლას ითვალისწინებს. ინგუშეთის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ტერიტორიების არათანაბრად გაცვლა მოხდა. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქტივისტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.

სტუმრები: ალექსი პეტრიაშვილი - BMG პოლიტიკური მიმომხილველი;
ზაზა აბაშიძე - საქმიანი დილა, თანაწამყვანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები