მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#მსოფლიოროგორცასეთი - კვირის პოლიტიკური მომიხილვა

BM.GE
10.04.19 11:00
677
ბენიამინ ნეთანიაჰუს ისევ პრემიერობა სურს. არჩევნების შედეგების პროგნოზირება რთულია, რადგან ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ და მისი მთავარი მეტოქის, გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პარტია ამომრჩეველთა თითქმის თანაბარ მხარდაჭერას ფლობს. წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად უსაფრთხოებისა და პალესტინელებთან დავის საკითხებზეა ფოკუსირებული. ბენი განცი 2012 და 2014 წლებში ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, მაშინ პრემიერი ნეთანიაჰუ მას სამხედრო მეთაურად მოიხსენიებდა, თუმცა არჩევნებმა ისინი ერთმანეთთან დააპირისპირა. და მაინც რა ქმნის პროგნოზირებისათვის რთულ გარემოს ისრაელში და რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში?

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები