მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანი ცნობილია - რეიტინგი

62d6a5b5ac4ab
მარიამ ადამია
20.07.22 00:30
1190
რომელი რესტორანია მსოფლიოში საუკეთესო? - ამ კითხვას The World’s 50 Best Restaurants-მა 2022 წელსაც კონკრეტული პასუხი გასცა და რიგი უმკაცრესი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რეიტინგი შეადგინა, რომლის ლიდერიც წელს კოპენჰაგენში მდებარე Geranium-ია, რომელსაც რასმუს კოფოედი მართავს. რესტორანს შარშან ამ რეიტინგში მეორე პოზიცია ეკავა, წელს კი საუკეთესოს ტიტული მოირგო და გასული წლის გამარჯვებული Noma ჩაანაცვლა. Geranium-ი 2007 წელს გაიხსნა და მას ამ დროისთვის მიშლენის 3 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

მეორე პოზიციაზე წელს ქალაქ ლიმაში მდებარე Central,-ი დასახელდა. სამეულში კი ესპანური Disfrutar-ი მოხვდა. კინოსამყაროს ოსკარით დაჯილდოების მსგავს ღონისძიებაზე სარესტორნო ინდუსტრიისთვის, გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში დაასახელეს: საუკეთესო ქალი-მზარეული, საუკეთესო კონდიტერი, კონტინენტის საუკეთესო რესტორანი, საუკეთესო შეფ-მზარეული. მოკლედ ჩამონათვალი და ნომინაციები ბევრია. თუმცა გამარჯვებული რესტორანი ერთია, კონკურენცია კი მუდმივად მზარდი.

თავად დაჯიდლოება კი, რომელში მოხვედრაც კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის მთავარი მიზანი და სტიმულია, წელს ლონდონში გაიმართა. თან 20 წლის იუბილეც აღინიშნა. მისი ისტორია ზუსტად 2002 წელს დაიწყო, როდესაც გლობალურად სფეროს წამყვანი ექსპერტებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტდა პანელი, სადაც მასშტაბურად, რესტორნებისთვის დაწესებული კრიტერიუმების მიხედვით ხმის მიცემა დაიწყო.

თუმცა არსებობს წესებიც და მაგალითად, პანელის წევრებს არ შეუძლიათ ხმის მიცემა იმ რესტორნისთვის, სადაც ეკონომიკური ინტერესი აქვთ, გარდა ამისა, მათ 19 თვის განმავლობაში სწორედ იმ რესტორნების სერისებით სარგებლობა უწევთ, რომლებსაც აფასებენ. რაც შეეხება თავად სიას, ჩამონათვალში ყველაზე მეტი, ანუ 6 რესტორანი იტალიურია. ათეული კი ასე გამოიყურება: 

1. Geranium - კოპენჰაგენი
2. Central - ლიმა
3. Disfrutar - ბარსელონა
4. DiverXO - მადრიდი
5. Pujol - მეხიკო
6. Asador Etxebarri - ბასკეთი
7. A Casa do Porco - სან-პაულუ
8. Lido 84 - გარდონის რივიერა
9. Quintonil - მეხიკო
10. Le Calandre - რუბანო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები