მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრამპი ირანის საფეხბურთო ნაკრებს მხოლოდ მიესალმება - FIFA-ს პრეზიდენტი

ტრამპი და ინფანტინო

FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ დღეს, 11 მარტს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა და მათ ირანის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის საკითხიც განიხილეს.

“პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანის ნაკრებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მიესალმება და შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეერთებულ შტატებში გასამართ ტურნირში“, - თქვა ინფანტინომ შეხვედრის შემდეგ.

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ამ ზაფხულს შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, ირანის ნაკრებმა უკვე მოიპოვა მონაწილეობა. ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი დაგეგმილია ლოს-ანჯელესსა და სიეტლში, თუმცა ბოლო კვირებში გუნდის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ტრამპმა, ისრაელელ მოკავშირეებთან ერთად, გასული თვის ბოლოს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. საჰაერო იერიშების შედეგად მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი, თუმცა ხელისუფლება არ დამხობილა და თეირანმა რეგიონში დრონებისა და რაკეტების გამოყენებით საპასუხო შეტევები განახორციელა. კონფლიქტმა ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა ნავთობის ფასები, რამაც მსოფლიო ეკონომიკაზე შესაძლო გავლენის გამო შეშფოთება გამოიწვია.

“ახლა, როგორც არასდროს, ყველას გვჭირდება ისეთი მოვლენა, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი, რათა ხალხი გააერთიანოს. გულწრფელად ვუხდი მადლობას შეერთებული შტატების პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფეხბურთი აერთიანებს მსოფლიოს,“ - დაამატა ინფანტინომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები