მსოფლიოს მასშტაბით უძრავი ქონების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებში კვადრატული მეტრი ბინის ფასი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე შედარებით ღარიბ სახელმწიფოებში, რაც მარტი ეკონომიკური კანონზომიერებით არ გამოწვეული.
უძრავ ქონებაზე ყველაზე მაღალი ფასები ისეთ ქალაქებშია, სადაც მდიდარი მოსახლეობის კონცენტრაცია მაღალია, საცხოვრებელი ტერიტორიის მოცულობა კი - დაბალი.
ახლა კი დროა იმ ქალაქების რეიტინგზე გადავინაცვლოთ, სადაც ცენტრალურ უბნებში უძრავი ქონება საშუალოდ ყველაზე ძვირი ღირს.
ქალაქები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია:
1. ჰონგ-კონგი, ჩინეთი - $30,610 მ²
2. ციურიხი, შვეიცარია - $25,310 მ²
3. სეული, სამხრეთ კორეა - $20,825 მ²
4. სინგაპური, სინგაპური - $20,415 მ²
5. შანხაი, ჩინეთი - $18,095 მ²
რეგიონის ქვეყნები უძრავი ქონების ფასების მიხედვით:
1. მოსკოვი, რუსეთი - $5,255 მ²
2. ერევანი, სომხეთი - $2,914 მ²
3. სტამბოლი, თურქეთი - $2,800 მ²
4. თბილისი, საქართველო - $1,700 მ²
5. ბაქო, აზერბაიჯანი - $1,690 მ²