მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ლუდს - რეიტინგი

წარმოება

დღეს ლუდი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია. უკვე არაერთი წელია მსოფლიოში ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი არის ჩინეთი, სადაც 2023 წელს 359 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდი აწარმოეს. მეორე პოზიციას 193 მილიონი ჰექტოლიტრით აშშ იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 149 მილიონი ჰექტოლიტრით.

რაც შეეხება ევროპულ მწარმოებლებს - გერმანიაში 2023 წელს ლუდის წარმოებამ 85 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგინა და მსოფლიოში მეხუთე პოზიცია დაიკავა, ესპანეთმა 41.3 მილიონი ჰექტოლიტრით მერვე ადგილი, პოლონეთმა კი 35.8 მილიონი ჰექტოლიტრით მეცხრე პოზიცია.

მსოფლიოს ტოპ 20 ლუდის მწარმოებელი ქვეყანა - 2023 წელი

# ქვეყანა წარმოების მოცულობა (ჰექტოლიტრი)
1 ჩინეთი 359,080,000
2 შეერთებული შტატები 193,033,000
3 ბრაზილია 148,907,000
4 მექსიკა 142,410,000
5 გერმანია 84,885,000
6 რუსეთი 83,400,000
7 იაპონია 45,317,000
8 ესპანეთი 41,300,000
9 პოლონეთი 35,800,000
10 სამხრეთ აფრიკა 35,100,000
11 გაერთიანებული სამეფო 34,196,000
12 ვიეტნამი 31,000,000
13 ინდოეთი 29,335,000
14 კოლუმბია 27,948,000
15 ბელგია 23,000,000
16 ნიდერლანდები 22,358,000
17 საფრანგეთი 21,600,000
18 ტაილანდი 21,050,000
19 კანადა 20,819,000
20 არგენტინა 20,639,000

რაც შეეხება საქართველოს, 2024 წელს საქართველოში ლუდის მთლიანმა მოხმარებამ 138 მილიონი ლიტრი, ანუ 1,380,000 ჰექტოლიტრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები