სადაზღვევო ინდუსტრია გლობალური ეკონომიკის ქვაკუთხედია, რომელიც ქმნის ფინანსური უსაფრთხოების ქსელს ფიზიკური პირებისთვის, ბიზნესებისთვის და მთავრობებისთვისაც კი.
ამერიკული ჯანდაცვის გიგანტებით დაწყებული, ევროპული აქტივების მმართველებითა და აზიური ტექნოლოგიური მზღვეველებით დასრულებული, წარმოგიდგენთ მსოფლიოში დღეს არსებული 10 უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის სიას, 24 მარტის მდგომარეობით:
1. UnitedHealth Group
საბაზრო კაპიტალიზაცია: $244.65 მილიარდი
ქვეყანა: აშშ
UnitedHealth ჯანდაცვის უზარმაზარი ეკოსისტემაა. როგორც აშშ-ში ჯანმრთელობის უმსხვილესი მზღვეველი, ის მილიონობით ადამიანს სთავაზობს სამედიცინო სარგებელს. თავისი ქვედანაყოფის, Optum-ის მეშვეობით, ის იყენებს ტექნოლოგიებსა და მონაცემებს პირდაპირი ჯანდაცვის სერვისებისა და ფარმაცევტული მომსახურების უზრუნველსაყოფად, რაც მას სამედიცინო სექტორის აბსოლუტურ გიგანტად აქცევს.
2. China Life Insurance
საბაზრო კაპიტალიზაცია: $161.16 მილიარდი
ქვეყანა: ჩინეთი
China Life Insurance არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გიგანტი და სიცოცხლის უმსხვილესი მზღვეველი ჩინეთში. კომპანია დომინირებს შიდა ბაზარზე სიცოცხლის დაზღვევის, პერიოდული გადასახადების და ქონების/უბედური შემთხვევების დაზღვევის შეთავაზებით.
3. Allianz SE
საბაზრო კაპიტალიზაცია: $154.44 მილიარდი
ქვეყანა: გერმანია
1890 წელს დაარსებული Allianz გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფინანსური ბრენდია. კომპანია მომხმარებლებს ქონების, უბედური შემთხვევებისა და სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს. დაზღვევის გარდა, Allianz არის აქტივების უზარმაზარი მმართველიც და ცნობილია PIMCO-ს ფლობით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო მართვის კომპანიაა.
4. Ping An Insurance
საბაზრო კაპიტალიზაცია: $152.73 მილიარდი
ქვეყანა: ჩინეთი
Ping An ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ფინანსური კომპანია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ქონებისა და უბედური შემთხვევების მზღვეველად დაიწყო, Ping An გადაიქცა უზარმაზარ კონგლომერატად, რომელიც თავის სადაზღვევო, საბანკო და ჯანდაცვის სერვისებში აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტს და ე.წ. "ქლაუდ კომპიუტინგს".
5. Chubb
საბაზრო კაპიტალიზაცია: $127.64 მილიარდი
ქვეყანა: შვეიცარია
Chubb 50-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და მსოფლიოში ქონებისა და უბედური შემთხვევების (P&C) ყველაზე დიდ საჯაროდ დალისტულ სადაზღვევო კომპანიას წარმოადგენს. იქნება ეს ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის კომერციული დაზღვევის უზრუნველყოფა, თუ მაღალი შემოსავლის მქონე პირთა ვილებისა და იახტების დაცვა, Chubb გლობალურად ცნობილია თავისი მომსახურების მრავალფეროვნებით.
6. Progressive
საბაზრო კაპიტალიზაცია: $120.02 მილიარდი
ქვეყანა: აშშ
მიუხედავად იმისა, რომ Progressive ძალიან ცნობილია თავისი კრეატიული სარეკლამო კამპანიებით, ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მარკეტინგული მანქანა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მომგებიანი ავტომზღვეველი ამერიკაში. Progressive-მა რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიაში, პირდაპირი ონლაინ გაყიდვების პიონერობითა და ტელემატიკის გამოყენებით, რათა პოლისებზე ზუსტი ფასები დაედგინა.
7. AIA
საბაზრო კაპიტალიზაცია: $113.77 მილიარდი
ქვეყანა: ჰონგ-კონგი
AIA არის უმსხვილესი დამოუკიდებელი, საჯაროდ განთავსებული პან-აზიური სიცოცხლის დაზღვევის ჯგუფი. საუკუნეზე მეტი ხნის წინ შანხაიში დაარსებულ კომპანიას შეუდარებელი წარმომადგენლობა აქვს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. AIA იდეალურად არის პოზიციონირებული, რათა დააკმაყოფილოს სიცოცხლის დაზღვევასა და სიმდიდრის მართვაზე (wealth management) მზარდი მოთხოვნა, აზიაში საშუალო კლასის ზრდასთან ერთად.
8. Zurich Insurance Group
საბაზრო კაპიტალიზაცია: $102.62 მილიარდი
ქვეყანა: შვეიცარია
შვეიცარიის ფინანსურ ცენტრში ბაზირებული Zurich არის გლობალურად სანდო, მრავალპროფილური სადაზღვევო კომპანია, რომელიც ქონების, უბედური შემთხვევების და სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების ფართო სპექტრს აერთიანებს ფიზიკური პირებისთვის, მცირე ბიზნესებისა და მასიური ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის მსოფლიოს 210-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე.
9. AXA
საბაზრო კაპიტალიზაცია: $91.74 მილიარდი
ქვეყანა: საფრანგეთი
AXA ფრანგული მრავალეროვნული კომპანიაა ფართო გლობალური მასშტაბით, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. კომპანია ძირითადად ფოკუსირებულია გლობალურ სიცოცხლის დაზღვევაზე, ჯანმრთელობის დაზღვევაზე, ქონების/უბედური შემთხვევების დაზღვევასა და ინვესტიციების მართვაზე, რაც მას ევროპული ფინანსური სისტემის საყრდენად აქცევს.
10. Marsh & McLennan Companies
საბაზრო კაპიტალიზაცია: $85.18 მილიარდი
ქვეყანა: აშშ
ამ სიაში შემავალი სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, Marsh & McLennan ძირითადად სადაზღვევო ბროკერი და რისკების მართვის მრჩეველია და არა პირდაპირი მზღვეველი. ისინი მოქმედებენ როგორც ჭკვიანი შუამავლები, ეხმარებიან მსხვილ კორპორაციებს რთული გლობალური რისკების ნავიგაციაში, საუკეთესო სადაზღვევო დაფარვის უზრუნველყოფასა და თანამშრომელთა ბენეფიტების მართვაში.
გლობალური სადაზღვევო ლანდშაფტი უაღრესად მრავალფეროვანია. ამჟამად ტოპ 10-ეულში დომინირებს ოთხი ამერიკული კომპანია, სამი ევროპული და სამი აზიური კომპანია. იქნება ეს გლობალური რისკების მართვა, ავტომობილების დაზღვევა თუ ჯანდაცვის დაფინანსება, ეს 10 კორპორაცია თანამედროვე სამყაროს ფინანსურ საყრდენს წარმოადგენს.




























