ამერიკულმა სამედიცინო-სადაზღვევო გიგანტმა, UnitedHealth Group-მა მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიში წარადგინა. როგორც ირკვევა, მიღებულმა შედეგებმა უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს საგრძნობლად გადააჭარბა.
თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $113-მილიარდიანი შემოსავალი მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $112.7 მილიარდი შეადგინა, რითაც ექსპერტების $111-მილიარდიან პროგნოზს გადაუსწრო.
რაც შეეხება წმინდა მოგებას, მაჩვენებელი გაიზარდა და $4.11 მილიარდს მიაღწია, მაშინ როცა წინა წლის მესამე კვარტალში ეს რიცხვი $2.35 მილიარდი იყო. ამასთან, კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $4.69 შეადგინა, რაც ასევე ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ $4.14-ს აღემატება.
რაც შეეხება მომავლის პროგნოზებს, ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების ფონზე კომპანიამ 2026 წლის გეგმები განაახლა. ოფიციალური მონაცემებით, UnitedHealth Group-ი 2026 წლისთვის თითო აქციაზე მინიმუმ $20.50-ის ოდენობის კორექტირებულ მოგებას ელოდება, რაც წინა $19.50-იან მოლოდინს საგრძნობლად აღემატება.
























