მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს წამყვანი კვლევითი საავადმყოფოები რეპუტაციის მიხედვით - რეიტინგი

მედ

სამედიცინო კვლევებს შეუძლია, შექმნას მკურნალობის ახალი მეთოდები, მოიზიდოს სამეცნიერო ტალანტები და გააძლიეროს აკადემიური სამედიცინო ცენტრების გლობალური რეპუტაცია. თუმცა, საავადმყოფოების ყველაზე ძლიერი ბრენდები უშუალოდ სამეცნიერო-კვლევითი რეპუტაციით ყოველთვის არ ლიდერობენ.

კომპანია Brand Finance-ის ანგარიშზე, "Global Top 250 Hospitals"-ზე დაყრდნობით, Visual Caputalist-ი 2026 წლის საუკეთესო კვლევითი კლინიკების რეიტინგს აქვეყნებს, მათი საერთაშორისო რეპუტაციის მიხედვით.

რეიტინგის სათავეშივე თვალშისაცემია ქვეყნების მრავალფეროვნება: მოწინავე ოთხეულში შემავალი თითოეული სამედიცინო ცენტრი სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს.

აკადემიური სამედიცინო ცენტრი ქვეყანა კვლევითი ქულა
1 Charité (შარიტე) გერმანია 88.5
2 ტოკიოს უნივერსიტეტის საავადმყოფო იაპონია 87.1
3 Groote Schuur Hospital სამხრეთ აფრიკა 86.6
4 AP-HP - პიტიე-სალპეტრიერის საუნივერსიტეტო საავადმყოფო საფრანგეთი 85.2
5 კიოტოს უნივერსიტეტის საავადმყოფო იაპონია 83.5
6 კემბრიჯის საუნივერსიტეტო საავადმყოფოები (NHS) გაერთიანებული სამეფო 83.0
7 University Health Network კანადა 82.8
8 ოქსფორდის საუნივერსიტეტო საავადმყოფოები (NHS) გაერთიანებული სამეფო 82.8
9 Monash Partners-ის აკადემიური ჯანდაცვის ცენტრი ავსტრალია 82.0
10 LaCardio კოლუმბია 81.2

სიას გერმანული "Charité" (შარიტე) ლიდერობს 88.5 ქულით, რომელსაც ტოკიოს უნივერსიტეტის საავადმყოფო (87.1) მოსდევს. მესამე პოზიციას სამხრეთ აფრიკის "Groote Schuur Hospital" იკავებს (86.6).

საუკეთესო ათეულში ხუთი რეგიონის რვა ქვეყანაა წარმოდგენილი. იაპონია და გაერთიანებული სამეფო რეიტინგში ორ-ორი დაწესებულებით მოხვდნენ, ხოლო დანარჩენი ექვსი ქვეყანა - თითო ცენტრით.

საინტერესოა, რომ აშშ-ის ხუთი საავადმყოფო ბრენდის საერთო სიძლიერის ინდექსის (Brand Strength Index) საუკეთესო ათეულში შედის, თუმცა უშუალოდ კვლევით ათეულში არცერთი მათგანი არ მოხვედრილა. მაგალითად, ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფო, რომელიც საერთო რეიტინგში მსოფლიოს უძლიერესი ბრენდია, კვლევითი რეპუტაციით მხოლოდ მე-11 ადგილზეა (81.0 ქულა).

კვლევების ეფექტურობა მხოლოდ აკადემიურ პრესტიჟს არ განაპირობებს: აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) პროგრამები ხაზს უსვამს ტრანსლაციურ კვლევებს - ანუ სამეცნიერო აღმოჩენების პრაქტიკაში დანერგვასა და პაციენტების მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობით.

როგორ იზომება კვლევითი პოტენციალი?

Brand Finance-ის კვლევითი ქულა ასახავს ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების შეფასებას რეპუტაციის, ინოვაციების, სამეცნიერო გარღვევების, კლინიკური გამოყენებისა და ტალანტების მოზიდვის შესახებ. ის ასევე ითვალისწინებს საავადმყოფოების წვლილს სამედიცინო მეცნიერებაში და ექიმების რეკომენდაციებს სამეცნიერო თანამშრომლობისთვის.

კვლევის ფარგლებში მსოფლიოს 30 ქვეყანაში 2 500 პრაქტიკოსი მედიკოსი გამოიკითხა. შესაბამისად, აღნიშნული ქულები ზომავს პროფესიონალთა მიერ აღქმულ სამეცნიერო სიძლიერეს და არა მხოლოდ გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობასა თუ ციტირების ინდექსს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები