მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უდიდესი სამხედრო-ინდუსტრიული კომპანიები - TOP 5

აშშ-ის ჯარი

გლობალური სამხედრო ხარჯები ბოლო წლებში უპრეცედენტოდ იზრდება. 2024 წელს სამხედრო დანახარჯებმა მსოფლიოში რეკორდული $2.7 ტრილიონი შეადგინა, რაც თითქმის 10%-იანი წლიური ზრდაა. განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა ინვესტიციები ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში, რაც რუსეთ-უკრაინის ომს და რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირდება. სამხედრო ბიუჯეტებს ასევე ზრდიან NATO-ში, რაც წევრი სახელმწიფოების მხრიდან რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებასთან და ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად საჭირო მზაობასთანაა დაკავშირებული.

სამხედრო ტექნიკაზე და ნოუჰაუზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, ინვესტორების ყურადღების ცენტრში სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის წამყვანი გლობალური მოთამაშეები ხვდებიან, მათ შორის Lockheed Martin-ი, RTX-ი, Northrop Grumman-ი, Boeing-ი და არაერთი სხვა, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო შეიარაღებას ქმნიან და სანაცვლოდ ყოველწლიურად ასობით მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებენ. ამ კომპანიების არსენალში ვხვდებით, როგორც თვითმფრინავებს, ასევე რაკეტებს და ჭურვებს, საჰაერო-თავდაცვით სისტემებს და საკომუნიკაციო და სადაზვერვო ტექნოლოგიებს.

დღევანდელი მდგომარეობით, სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის წევრი საჯარო კომპანიების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $1.6 ტრილიონს აღემატება, ხოლო ხუთი უდიდესი მოთამაშისგან შემდგარი ჩამონათვალი, ასე გამოიყურება: RTX, Boeing, Honeywell, Safran და Lockheed Martin. ბოლო ექვს თვეში, კომპანიებს განსხვავებული შედეგი აქვთ. საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი ზრდა Boeing-მა დადო, რომლის აქციები 31%-ითაა გაძვირებული, მაგრამ ეს ზრდა, დიდწილად, ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული კომერციული თვითმფრინავების რეალიზაციითაა განპირობებული.

2025 წლის პირველ ნახევარში დადებითი დინამიკა ასევე დააფიქსირეს RTX-მა და Safran-მა, რომელთა აქციები მკვეთრადაა გაძვირებული. ამავე პერიოდში Honeywell-ის აქციების ფასი ფაქტობრივად უმოძრაო იყო, ხოლო ინვესტორებმა მხოლოდ 1.5%-იანი ამონაგები მიიღეს. საპირწონედ ამისა, მკვეთრადაა შემცირებული Lockheed Martin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელმაც გასულ ექვს თვეში 15.5%-იანი უარყოფითი შედეგი დააფიქსირა.

#1 — RTX

შეფასება: $207.7 მლრდ
ქვეყანა: აშშ
წელი: 1922 (2023)
ნოუჰაუ: Patriot Missile Defense System

#2 — Boeing

შეფასება: $174.4 მლრდ
ქვეყანა: აშშ
წელი: 1916
ნოუჰაუ: B-52 Stratofortress

#3 — Honeywell

შეფასება: $144.4 მლრდ
ქვეყანა: აშშ
წელი: 1906 (2023)
ნოუჰაუ: T55-ის ტიპის ძრავი

#4 — Safran

შეფასება: $137.3 მლრდ
ქვეყანა: საფრანგეთი
წელი: 2005
ნოუჰაუ: CFM56-ის ტიპის ძრავი

#5 — Lockheed Martin

შეფასება: $98.2 მლრდ
ქვეყანა: აშშ
წელი: 1912 (1955)
ნოუჰაუ: F-35 Lightning II

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები