მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენტაგონმა RTX Raytheon-ს რაკეტების წარმოებისთვის $20.7-მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა

rtx

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კომპანია RTX Raytheon-ს AMRAAM-ის ტიპის რაკეტების წარმოებისთვის $20.7-მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა. ახალი შეთანხმების მიხედვით, RTX-ი ყოველწლიურად მინიმუმ 1,900 ერთეული რაკეტის გამოშვებას შეძლებს.

როგორც ირკვევა, მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების გამო შემცირებული სამხედრო მარაგების შევსებას და აშშ-ის სამხედრო არსენალის აღდგენას.

სამხედროები აღნიშნულ რაკეტებს NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებში იყენებენ. თავის მხრივ, ეს კომპლექსები ამერიკის შეერთებული შტატების, ომანისა და უკრაინის არსენალშია.

ცნობისთვის, მსგავსი მიზნით პენტაგონმა ივლისში $58.6-მილიარდიანი ხელშეკრულება Lockheed Martin-საც გაუფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები