თუკი არსებობს სიტყვა, რომელიც სტარტაპს ყველაზე მეტად შეეფერება, ეს სიტყვა - ინოვაციაა, რადგან ინოვაციურობის, განსხვავებულობისა და რევოლუციურობის გარეშე, სტარტაპს ბაზარზე ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება. გასულ წელს, სტარტაპებმა გლობალურად $314 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდეს, რაც წლიურად გაზრდილი მაჩვენებელია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბუმთანაა დაკავშირებული.
მსოფლიოს ყველაზე დიდი სტარტაპების ხუთეული ასე გამოიყურება:
1 — SpaceX
შეფასება: $350 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სფერო: კოსმოსი
დამფუძნებელი: ილონ მასკი
2 — ByteDance
შეფასება: $268 მლრდ
ქვეყანა: ჩინეთი
სფერო: სოციალური მედია
დამფუძნებელი: ჭანგ იმინგი
3 — OpenAI
შეფასება: $157 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სფერო: ხელოვნური ინტელექტი
დამფუძნებელი: სემ ოლტმენი
4 — Stripe
შეფასება: $91.5 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სფერო: ონლაინგადახდები
დამფუძნებელი: პატრიკ და ჯიმ კოლისონები
5 — Anthropic
შეფასება: $61.5 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სფერო: ხელოვნური ინტელექტი
დამფუძნებელი: დარიო ამოდეი