უმდიდრესი ქალების რეიტინგში უკვე ზედიზედ სამი წელია, რაც პირველ ადგილს ფრანსუა მეიერსი იკავებს, მისი ქონების შეფასება 80 მილიარდ დოლარს აღწევს და ის კოსმეტიკის ინდუსტრიის გიგანტის, L'Oréal-ის უმსხვილესი აქციონერი და საბჭოს თავმჯდომარეა. ქალების რეიტინგში პირველ ადგილზე ყოფნის გარდა, მეიერსი Forbes-ის საერთო რეიტინგში მე-11 ადგილსაც იკავებს.
უმდიდრეს ქალთა შორის მეორე ადგილზე ჯულია კოხია, მისი ქონების შეფასება 59 მილიარდ დოლარს აღწევს და ის Koch Industries-ის მსხვილი აქციონერია. აღსანიშნავია, რომ კოხების ოჯახის ქონების საერთო შეფასება $150 მილიარდს აღწევს.
Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილზე ალის უოლტონს ვხედავთ, რომლის სიმდიდრის წყაროც ოჯახური ბიზნესია, ამ შემთხვევაში კი - უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი Walmart-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $400 მილიარდს შეადგენს, თავად ალის უოლტონის წილი კი 57 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
გთავაზობთ მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მეწარმეების რეიტინგს:
1. ფრანსუა მეიერსი - $80 მლრდ | L'Oréal
2. ჯულია კოხი - $59 მლრდ | Koch Industries
3. ალის უოლტონი - $57 მლრდ | Walmart
4. ჟაკლინ მარსი - $38 მლრდ | Mars
5. მარიამ ადელსონი - $35 მლრდ | Casino Las Vegas
6. რაფაელა აფონტე - $31 მლრდ | MSC
7. სიუზან კლატენი - $27 მლრდ | BMW
8. ჯინა რაინჰარტი - $27 მლრდ | Hancock
9. მაკენზი სკოტი - $24 მლრდ | Amazon
10. ირის ფონტბონა - $23 მლრდ | Antofogasta Mining
2. ჯულია კოხი - $59 მლრდ | Koch Industries
3. ალის უოლტონი - $57 მლრდ | Walmart
4. ჟაკლინ მარსი - $38 მლრდ | Mars
5. მარიამ ადელსონი - $35 მლრდ | Casino Las Vegas
6. რაფაელა აფონტე - $31 მლრდ | MSC
7. სიუზან კლატენი - $27 მლრდ | BMW
8. ჯინა რაინჰარტი - $27 მლრდ | Hancock
9. მაკენზი სკოტი - $24 მლრდ | Amazon
10. ირის ფონტბონა - $23 მლრდ | Antofogasta Mining