მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი კინოფრენჩაიზები შემოსავლის მიხედვით - რეიტინგი

movies

2024 წლის 9 თვის მდგომარეობით, მსოფლიოში მხოლოდ ორი კინოფრენჩაიზი არსებობს, რომელთა შემოსავალმაც ათ მილიარდ დოლარს გადააჭარბა - Statista-ს პუბლიკაცია კინოინდუსტრიის იმ 12 ყველაზე წარმატებულ პროექტს განიხილავს, რომლებმაც, ეკრანებზე გამოსვლის დღიდან დღემდე, ბილეთების გაყიდვებით ყველაზე მაღალი შემოსავალი გამოიმუშავეს.

ყველა დროის ყველაზე წარმატებული კინოფრენჩაიზი "მარველის კინოსამყაროა", რომელიც მსოფლიოში ყველასათვის ნაცნობ სუპერგმირებს 1930-იანი წლებიდან ქმნის. The Walt Disney Company-ს მფლობელობაში არსებულმა სტუდიამ, მხოლოდ ბილეთების გაყიდვებით, $30 მილიარდი გამოიმუშავა.

კიდევ ერთი ფრენჩაიზი, რომლის შემოსავლებიც $10-მილიარდიან ნიშნულს ცდება "ვარსკვლავური ომებია" - ფილმების სერია, რომელიც 5 ათწლეულის განმავლობაში 12 ორიგინალ გამოშვებას აერთიანებს - "ვარსკვლავური ომები" ეკრანებზე დასაბრუნებლად, სრულიად ახალი ფილმით, 2026 წლისთვის ემზადება.

$10-მილიარდიან ნიშნულს უახლოვდებიან ჯ.კ. როულინგის "ჯადოსნური სამყარო" და "ადამიანი ობობას" ფრენჩაიზიც. აღსანიშნავია, რომ ჰარი პოტერის 8-ფილმიანი საგას დასრულების შემდეგ, "ჯადოსნური ცხოველების" ქუდის ქვეშ გაერთიანებულმა სამმა ფილმმა იდენტურ წარმატებას ვერ მიაღწიეს - ჯამში 11 ფილმის ბილეთების გაყიდვებმა $9.6 მილიარდი შეადგინა და ინდუსტრია ბიჭისგან, რომელიც გადარჩა, $10-მილიარდიანი ნიშნულის უახლოეს მომავალში კვეთას არ ვარაუდობს. რაც შეეხება ადამიან ობობას, კინოფრენჩაიზმა $9 მილიარდი გამოიმუშავა.

შემოსავლების $7-8-მილიარდიან ნიშნულებს შორის ოთხი კინოფრენჩაიზი ექცევა - "ჯეიმს ბონდი", "შურისმაძიებლები", "DC-ის გაფართოებული სამყარო", "ფორსაჟი". აღსანიშნავია, რომ ამ შემოსავლის გენერირებისთვის "შურისმაძიებლებს" (რომლებიც, შეგვიძლია, "მარველის" ნაწილადაც მივიჩნიოთ) მხოლოდ 4 ფილმი დასჭირდა, "ფორსაჟს" - 10-ზე მეტი, "ჯეიმს ბონდს" კი - 27.

$6-დან $7-მილიარდამდე თანხა გამოიმუშავეს (ან მალე გამოიმუშავებენ) "ბეტმენის", "X-ადამიანების", "იურული დროის პარკისა" და "ბეჭდების მბრძანებლების" სერიებმა, რისთვისაც "ბეტმენს" 1966 წლიდან დღემდე 28 ფილმი დასჭირდა, X-Men-ს კი, 2000 წლიდან - 14. ყველაზე სწრაფი წარმატება ოთხეულს შორის "იურული დროის პარკმა" მოიპოვა - 1993 წლიდან დღემდე ფრენჩაიზი 6 ფილმს აერთიანებს. რაც შეეხება "ბეჭდების მბრძანებელს", კინოფრენჩაიზი მეშვიდე გამოშვებისთვის 2024 წლის დეკემბერში ემზადება, რითაც, იგი, სავარაუდოდ, $6-მილიარდიან ნიშნულს გადალახავს. "ბეჭდების მბრძანებლის" ამჟამინდელი შეფასება $5.85 მილიარდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები