მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი

უმსხვილესი კომპანიები

გასული 2023 წელი გლობალური საფონდო ბირჟისთვის საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა - ერთ წელში S&P 500 ინდექსი თითქმის 20%-ით გაიზარდა. Nasdaq-ის ტექნოლოგიურმა ინდექსმა კი დაახლოებით 35%-ით მოიმატა.

აღნიშნული მოცემულობა იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების აქციების ღირებულება იზრდება, ზოგიერთი მათგანის კაპიტალიზაციამ კი ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

გლობალური რეიტინგის სათავეში ამჟამად Microsoft-ია, რომლის საბაზრო შეფასება 2 ტრილიონ 890 მილიარდ დოლარს შეადგენს, მასთან საკმაოდ ახლოს კი ამერიკული Apple-ია.

გთავაზობთ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით:

1. Microsoft - $2.890 ტრლნ
2. Apple - $2.874 ტრლნ
3. Saudi Aramco - $2.091 ტრლნ
4. Alphabet (Google) - 1.794 ტრლნ
5. Amazon - $1.597 ტრლნ
6. NVIDIA - $1.354 ტრლნ
7. META - $962.3 მლრდ
8. Berkshire Hathaway - $791.2 მლრდ
9. Tesla - $695.8 მლრდ
10. Eli Lilly - $610.3 მლრდ
11. Visa - $542.9 მლრდ
12. TSMC - $525.1 მლრდ
13. Broadcom - $518.5 მლრდ
14. JPMorgan - $492.3 მლრდ
15. UnitedHealth - $482.4 მლრდ
16. Novo Nordisk - $478.2 მლრდ
17. Walmart - $434.3 მლრდ
18. Mastercard - $402.4 მლრდ
19. Exxon Mobil - $399.5 მლრდ
20. Johnson & Johnson - $390.9 მლრდ

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.