მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების რეიტინგი - TIME

უმსხვილესი კომპანიები  ტექნოლოგიური გიგანტები  big tech

ამერიკულმა TIME Magazine-მა მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ.

რეიტინგის შედგენის პროცესში ანალიტიკოსებმა რამდენიმე ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური პარამეტრი გამოიყენეს, მათ შორისაა: კომპანიის კაპიტალიზაცია, შემოსავლები, ზრდის პოტენციალი, თანამშრომლების კმაყოფილება, სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოსდაცვითი სტრატეგია.

ტრადიციულად, საუკეთესო კომპანიების რეიტინგში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები დომინირებენ, რადგან, როგორც წესი, ყველაზე მაღალი ხელფასებით, სამუშაო სტანდარტებით, შემოსავლებითა და ზრდის პოტენციალით სწორედ ისინი გამოირჩევიან.

საინტერესოა, რომ წელს რეიტინგის ათეულში რამდენიმე ევროპული კომპანიაც აღმოჩნდა, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან პლანეტის უმსხვილესი კომპანიების თითქმის 80% ამერიკაშია დაფუძნებული. რეიტინგში ევროპული კომპანიების დაწინაურება, ძირითადად, ESG მიმართულებით მათ ძალისხმევას და მაღალ სტანდარტებს უკავშირდება.

გთავაზობთ მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების რეიტინგს:

1. Microsoft - $2.3 ტრლნ (საბაზრო კაპიტალიზაცია)
2. Apple - $2.7 ტრლნ
3. Alphabet (Google) - $1.7 ტრლნ
4. Meta (Facebook) - $744.3 მლრდ
5. Accenture - $192.7 მლრდ 
6. Pfizer - $191.3 მლრდ
7. American Express - $106.8 მლრდ
8. Electricite de France - $56.1 მლრდ
9. BMW - $65.2 მლრდ
10. Dell - $48.6 მლრდ

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები