მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი საპენსიო ფონდი $34-მილიარდიან ზარალზეა

ნორვეგია

ნორვეგიის საპენსიო ფონდი, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი სუვერენული ფონდია, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 34 მილიარდი დოლარის ზარალზე გავიდა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით გაცილებით უარესი შედეგია.

ფონდის ხელმძღვანელობის განმარტებით, ეს არ არის რეალიზებული ზარალი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს ამჟამინდელი მონაცემებით საინვესტიციო პორტფელის ნომინალური ღირებულების შემცირების მაჩვენებელია და არც რეალური ფინანსური ზარალის.

საინვესტიციო პორტფელის ღირებულების შემცირება, თავის მხრივ, საფონდო ბირჟაზე კომპანიების აქციებისა და ობლიგაციების ფასების შემცირებასთანაა დაკავშირებული.

მოგეხსენებათ, ნორვეგიის საპენსიო ფონდის $1.5-ტრილიონიანი პორტფელის უდიდესი ნაწილი ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული, შესაბამისად, საბაზრო რყევები პორტფელის ნომინალურ ამონაგებზე ნეგატიურად აისახება.

$34-მილიარდიანი ზარალის მიუხედავად, საპენსიო ფონდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი რისკები გათვალისწინებულია და მოქალაქეებს სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან ფონდის საინვესტიციო სტრატეგია გრძელ ვადაზეა გათვლილი და მოკლევადიან მერყეობას დიდი ყურადღება არ უნდა მიექცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები