მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგი

60a1662607f16
BM.GE
16.05.21 22:34
866
გლობალური ღვინის და სპირტიანი სასმელების ბაზრის მოცულობა 2019 წელს $364 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ამასთან, სხვადასხვა შეფასების მიხედვით, 2027 წლისთვის მისი მოცულობა $445 მილიარდი დოლარი გახდება, რაც წლიურად 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. არსებული მდგომარეობით, საქართველოზე ღვინის და სპირტიანი სასმელების გლობალური ბაზრის ღირებულების 1%-ზე ნაკლები მოდის, 2020 წელს ქვეყნიდან მხოლოდ $342.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები გავიდა ექსპორტზე. შედარებისთვის, საქართველოს მთლიანი შემოსავალი ღვინის ექსპორტიდან ღვინის უმსხვილეს კომპანიების რეიტინგში მეათე ადგილზე მყოფი კომპანიის შემოსავალზე 10-ჯერ ნაკლებია.

ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი (Yahoo Finance-ის მიხედვით):

10. Brown-Forman Corporation - გაყიდვების მოცულობა $3.4 მილიარდი დოლარი;
9. E & J Gallo Winery - გაყიდვების მოცულობა $5 მილიარდი დოლარი;
8. Constellation Brands Inc - გაყიდვების მოცულობა $8.3 მილიარდი დოლარი;
7. Thai Beverage PCL - გაყიდვების მოცულობა $8.6 მილიარდი დოლარი;
6. Pernod Ricard SA - გაყიდვების მოცულობა $10.1 მილიარდი დოლარი;
5. Castel Group - გაყიდვების მოცულობა $16.6 მილიარდი დოლარი;
4. Diageo plc - გაყიდვების მოცულობა - $16.8 მილიარდი დოლარი;
3. Altria Group, Inc. - თამბაქოს გიგანტი ალტრია აშშ-ის ბაზარზე ღვინის და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და რეალიზატორიცაა, მისი გაყიდვები $20.5 მილიარდი დოლარია;
2. Heineken - ლუდის გიგანტი ჰეინეკენი სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელიცაა. ამ მიმართულებით კომპანიის ბრენდებია Bologna, Hoppe, Coebergh, Glenmark, Grand Monarque და Jagermeister-ია. კომპანიის გაყიდვები $26.8 მილიარდი დოლარია.
1 COFCO Group - ჩინეთის სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც ალკოჰოლურ სასმელებს, ღვინოს და საკვებ პროდუქტებს აწარმოებს. 2020 წელს კომპანიის შემოსავალი $72 მილიარდი დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები